არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს გაეროს ასოციაცია" საჯარო ლექციას გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს გაეროს ასოციაცია" საჯარო ლექციას გამართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ - ფარგლებში მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფორმატში 2021 წლის 29 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლისა და ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართავს ლექციებს შემდეგ თემებზე:
1. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება საქართველოში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)
2. ადგილობრივი თვითმმართველობები საქართველოში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გამოცდილება
3. სოფლის განვითარების ძირითადი ასპექტები: სათემო ინიციატივები, სოფლის მეურნეობა, ეკო და აგროტურიზმი, გარემოს დაცვა
ლექციებს წაიკითხავენ ისტორიის ლექტორები და თემის მკვლევრები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მერიის ორგანიზებით.