ახალსოფლის საბავშვო ბაღის ეზოსა და შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.
????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის საბავშვო ბაღის ეზოსა და შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.
➡️ გახსნის ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე დაესწრო და თხილნარის საბავშვო ბაღიც მოინახულა.
➡️ შენობა აღჭურვილია: სახანძრო უსაფრთხოების ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით, სამზარეულო - დამხმარე სათავსოთი, სასადილო, სველი წერტილებით, საძილე და სამყოფი ოთახებით, მომსახურე პერსონალის ოთახით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზი, და მუსიკის კაბინეტი.
➡️ ბაღის გახსნის ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
➡️ მშენებლობის საერთო ღირებულება 738.200 ლარს შეადგენს, შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. #ახალსოფლის_საბავშვო_ბაღი #ხელვაჩაურის_მუნიციპალიტეტის_მერია_2023