"გაიღიმე გიხდება" - ახალგაზრდობის ცენტრის აქტივობა

"გაიღიმე გიხდება" - ახალგაზრდობის ცენტრის აქტივობა

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება აქტივობა ,,გაიღიმე გიხდება".
აქტივობა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მიერ პოზიტიური ფოტოების გადაღებას და გამოგზავნას ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ელ.მისამართზე: Khelvachauriyouthcenter@gmail.com.
შერჩეული ფოტოები მიმდინარე წლის 1 ივლისს აიტვირთება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გვერდზე.
წესების თანახმად: ფოტოს ავტორები აზიარებენ ატვირთულ ფოტოებს და პირველ 3 გაზიარებულ ფოტოს, რომელსაც მეტი რეაქცია ექნება- გახდება საპრიზო ადგილის მფლობელი.
გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბრენდირებული ხელჩანთები, კალმები და ცენტრის ბრენდირებული მეხსიერების ბარათები.