ელექტრო ღობეების მოწყობა მაჭახლის ხეობაში

ელექტრო ღობეების მოწყობა მაჭახლის ხეობაში
ელექტრო ღობეების მოწყობა მაჭახლის ხეობაში
ელექტრო ღობეების მოწყობა მაჭახლის ხეობაში

მაჭახლის ხეობაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ელექტრო ღობეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამით 43-მა ბენეფიციარმა მიიღო სარგებელი.
ე.წ. ელექტრო მწყემსი უსაფრთხოა, იმუხტება მზის ენერგიით და არ აქვს დანახარჯი.
პროექტის განხორციელებისათვის 75 000 ლარია გამოყოფილი. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში 22,5 ჰა მიწის ფართობი დაიღობა.

პროექტის წარმატებით განხორციელება გვაძლევს საშუალებს მომავალ წელს 2-ჯერ გავზარდოთ პროგრამის ბიუჯეტი და მაჭახლის ხეობასთან ერთად მოვიცვათ კირნათის, აჭარისწყლის და ორთბათუმის ადმინისტრაციული ერთულების სოფლები.