კომისიების გაერთიანებული სხდომა

კომისიების გაერთიანებული სხდომა
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე განსახილველად 3 საკითხი იყო წარდგენილი.
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად ხარჯვით ნაწილს ემატება 2 130 061 ლარი. აღნიშნული თანხა გადანაწილდება შემდეგი მიმართულებებით;
სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის პროგრამა.
ორთაბათუმის ცენტრის კეთილმოწყობა.
ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობა.
ახალშენში ხარაძეების უბანში გარე განათების მოწყობა.
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები.
ხელვაჩაურის #1 საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თანხები ემატება ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს.