მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში

მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში
მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში

უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა.

სოფელ ერგეში დაიტბორა ცენტრალური გზა რის გამოც დროებით შეფერხდა მოძრაობა. ასევე, ამავე სოფლის ე.წ."ნიკიტაურის დასახლებაში" ავთანდილ ოსანაძის საცხოვრებელ სახლთან შეიქმნა ანალოგიური პრობლემა.
ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟმა დროულად უზრუნველყო გზაზე მოძრაობის აღდგენა.

სოფელ ერგეში (ე.წ."ბაშკო-ეკალაურის დასახლება") მაია ასამბაძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა ეზოს და ფერდსამაგრი ნაგებობის ნაწილი.
სოფელ ჯოჭოში ლევან დოლიძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა მიწის მასა. ამავე სოფელში მცხოვრებ ოთარ მსხალაძის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზაზე ჩამოშლილი მიწის მასის შედეგად გადაიკეტა გზა.
ასევე, სოფელ კაპნისთავში ნოდარ ცინცაძის საცხოვრებელ სახლთან შიდა-სასოფლო გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად შეიზღუდა მოძრაობა.
სოფელ მასაურაში შუქრი ბალაძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა მიწის მასა და დააზიანა გაზის მილი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მეწყერსაშიშ ზონებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე ადგილზე მობილიზებული არიან გეოლოგები, სპეციალისტები და მერის წარმომადგენლები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს.