მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები

მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული  პროგრამები
????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებულ სხვდასხვა პროგრამას ახორციელებს.
◾️მოქმედი პროგრამებიდან, ორ პროგრამაში შევიდა ცვლილება:
◾️საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაზუსტდა და გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებთა წრე (თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზოუკვლოდ დაკარგულად), აქედან გამომდინარე, პროგრამაში ,,მარტოხელა მშობლის (მარტოხელა მამა) ერთჯერადი მატერიალური დახმარება“, შევიდა ცვლილება, გაიზარდა ბენეფიციართა არეალი და უკვე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ.
◾️პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქემ ხელვაჩაურის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
➡️განცხადება მერის სახელზე
➡️გადაწყვეტილება (ცნობა) მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ
➡️ მშობლის პირადობის მოწმობა
➡️ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები
➡️ განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი
◾️მეორე პროგრამა ,,მრავალშვილიან და დედ-მამით ობოლ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება“.
◾️აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც ყავს ხუთი და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი და დედ/მამით ობოლი (18 წლამდე) ბავშვი, პროგრამა განხორციელდება წინა სასკოლო პერიოდში.
◾️ ოჯახზე მორალური და მატერიალური მხარდაჭერის მიზნით ერთჯერადად გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება 1000 ლარის ოდენობით, პროგრამის სარგებლობის მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან.
◾️პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქემ ხელვაჩაურის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
➡️განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე
➡️მშობლების პირადობის მოწმობის ასლები დედანთან ერთად
➡️შვილების დაბადების მოწმობის ასლები დედანთან ერთად
➡️საბანკო რეკვიზიტი
◾️საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია, დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახების დაფინანსება ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე შემდეგი დოკუმენტაციით:
➡️განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
➡️ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები დედანთან ერთად.
➡️მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები დედანთან ერთად.
➡️მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა.
➡️მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
➡️მეურვის საბანკო რეკვიზიტი