პროექტი "მე მიყვარს ხატვა" დასრულდა

პროექტი "მე მიყვარს ხატვა" დასრულდა
პროექტი "მე მიყვარს ხატვა" დასრულდა
უკვე დასრულდა მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტი ,,მე მიყვარს ხატვა“.
პროექტში წარმოდგენილი იყო 70 ბავშვის ხატვის ნიმუში. ასაკობრივი ჭრილის შესაბამისად 5-დან 8 წლის ჩათვლით ბავშვებისათვის შერჩეულ იქნა თემა -,,გაზაფხული“, ხოლო 9-დან 16 წლის ჩათვლით - თავისუფალი თემა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით 2021 წლის 12 აპრილამდე ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
მერიის მიერ უზრუნველყოფილი იქნება საჩუქრების მიწოდება მონაწილეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (საკონტაქტო პირი: მადონა დავითაძე, ტელ: 595005972).