საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები

საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები

აქტიურად მიმდინარეობს ჭარნალის, თხილნარის, მახოსა და განთიადის საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული ბაღების ეზოების ტერიტორიაზე მოეწყო კაუჩუკის მოედნები და დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები.

სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე, საკრებულოს დეპუტატი სულხან დუმბაძე და საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატო შერვაშიძე.