საკრებულოს მორიგი სხდომა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ.
ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, რომლის თანახმად 1 212 707 ლარი სოციალური,ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება.
ცვლილების შედეგად ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს ემატება 104 930 ლარი, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დამატებით 742157 ლარი დაიხარჯება, რომელიც შემდეგი მიმართულებით დაიხარჯება;
მუნიციპალიტეტის სოფლებშ გარე განათების მოწყობა.
შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება.
ფერდამცავი კედლების მოწყობა.