სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის "ქალთა ოთახში"
მიმდინარე წლის 30 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ საგრანტო პროგრამის "იდეებიდან წარმატებმდე“ ფარგლებში აქტიურმა ქალბატონებლბმა პროექტებზე იმუშავეს. სხვადასხვა მიმართულებით საგრანტო პროგრამაზე კონსულტაცია ქალებს მცირე მეწარმე ნინო გაბრიაძემ გაუწია.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას და აქედან გამომდინარე სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამა, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხადაჭერით, ითვალისწინებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის 80%-მდე თანადაფინანსებას.
წარმოდგენილი ბიზნეს იდეა უნდა ეხებოდეს :
• ტურისტული მომსახურების ბიზნესი.
• მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვა.
• მცირე წარმოება და ხელნაკეთი ნივთების წარმოება.
განაცხადების მიიღება მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით.