საფეხბურთო ტურნირი თხილნარში
24 ივლისს, 19:00 სთზე გაიმართება ფინალური ტურნირი თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს შორის, სადაც მონაწილეობს ხუთი გუნდი.
შეჯიბრებები მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს შორისაც არის დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას".
სპორტული ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.