საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შესახებ ინფორმაცია

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შესახებ ინფორმაცია
????საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“.
➡️კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.
➡️„მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა.
➡️11 მაისს, 12:00 საათზე ქალაქ ქუთაისში დაგეგმილია კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაცია. საჯარო კონსულტაცია გაიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის N59).