"სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" - სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში

"სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" - სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში
"სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" - სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში
✅ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" საგრანტო პროგრამის კოორდინატორი მალვინა კილაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებსა და მეწარმეებს შეხვდნენ.
✅შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ 2021 წელს დაგეგმილი ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების პრეზენტაცია. ასევე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ქალი ბენეფიციარებისა და სტარტაპერებისათვის მაქსიმალური ინფორმირებულობა.
✅პრეზენტაციას აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე - ქალთა ოთახი“-სა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მერიაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახის“ კოორდინატორის ორგანიზებით გაიმართა.
✅განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო და ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე.