თენგიზ ირემაძემ ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვა
დღეს,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ მუშაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მახინჯაურის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგს, ნათელა ბაგრატიონს მადლობის ნიშნად საპატიო სიგელი გადასცა.
ქალბატონი ნათელა 41 წელია მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს მის მიერ აღზრდილი მოსწავლეები გამოირჩევიან საუკეთესო შედეგებით საზოგადოებრივ საქმიანობაში.