უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა
➡️უხვი ნალექის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზედა ჯოჭოში, სურმანიძეების მიმართულებით სოფლის შიდა გზაზე, მეწყრული პროცესი განვითარდა.
➡️მიწის მასის ჩამოშლამ, გადაადგილების კუთხით დროებითი შეფერხება გამოიწვია, ამ დროისთვის მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
➡️ადგილზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
➡️მეწყერ საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისი სამსახურების მიერ, შესწავლისა და დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება.