ფლეშმობი - "დაიცავი დისტანცია შენივე ჯანმრთელობისთვის"
3 ივლისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, თემაზე: ,,დაიცავი დისტანცია შენივე ჯანმრთელობისთვის" ახალგაზრდების მონაწილეობით, ფლეშმობი გაიმართა.
ფლეშმობის მიზანს წარმოადგენს, მოწოდება პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისაკენ.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა და მასში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 11 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.