ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 28 აპრილს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1.განკარგულების პროექტი-„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებელი: გიორგი ქარცივაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: გურანდა დოლიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე
4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ“ ზოგადი წესის სრულყოფის თაობაზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.“
მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
5.ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს თავმჯდომარის მოადგილის გათავისუფლება-დანიშნვის თაობაზე.
მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე