ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა.

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენილი იყო 3 საკითხი.
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად ხარჯვით ნაწილს დაემატა 2 130 061 ლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდება სემდეგ მიმართულებებს;
✅სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის პროგრამა.
✅ორთაბათუმის ცენტრის კეთილმოწყობა.
✅ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობა.
✅ახალშენში ხარაძეების უბანში გარე განათების მოწყობა.
✅საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
✅სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები.
✅ხელვაჩაურის #1 საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
✅თანხები ემატება ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს.
✅სხდომაზე ასევე ცვლილება შევიდა დადგენილების პროექტში, -„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის შესახებ