18 მარტს, სასტუმრო ,,ჰილტონში" იგეგმება ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება თემაზე: ,,მოხალისეობა თემის განვითარებისთვის".
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში, 2020 წლის 18 მარტს, სასტუმრო ,,ჰილტონში" იგეგმება.
ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება თემაზე: ,,მოხალისეობა თემის განვითარებისთვის".
ფორუმის ფარგლებში ამერიკელი მოხალისე მონაწილე სტუდენტებს გაუზიარებს საკუთარ მოხალისეობრივ გამოცდილებას და ახალგაზრდებთან ერთად განიხილავს თემებს:
-რა არის მოხალისეობა;
-ვინ არის მოხალისე?
როგორ შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი წვლილი თემის განვითარებაში?
გაიმართება სახალისო და გუნდური აქტივობები.
პრეზენტაცია გაიმართება ინგლისურ ენაზე თარჯიმანის დახმარებით.
ფორუმის მეორე ნაწილში, მოწვეული პროფესორი გამართავს წარდგინებას თემაზე: ,,პროექტის წერა და მართვა".
ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები მოწვეულ ფასილიტატორთან ერთად გუნდურად დაწერენ პროექტებს, რომელსაც განიხილავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და 2020-2021 წლის ღონისძებათა ფარგლებში დაფინანსდება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბიუჯეტით.
ფორუმი გაიმართება სასტუმრო ,,ჰილტონში"
10:30 საათიდან-16:00 საათამდე.
მონაწილეობა შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18-22 წლამდე ასაკის სტუდენტებს.
რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, მიმდინარე წლის 10 მარტამდე.
ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე.
ფორუმის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599359191, 599851456
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: (ბმული)