2021 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 845 494 ლარით გაიზარდა

2021 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი  845 494 ლარით გაიზარდა
.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 16 საკითხს უყარეს კენჭი.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მოხსენება, მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ გააკეთა.
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების თანახმად, ხარჯვით ნაწილს ემატება 845 494 ლარი. ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას სპორტულ ღონოსძიებებში ჩასატარებლად 25 000 ლარი, 210 000 ლარი გაიხარჯება, არმირებული დმ 70 000 რკინა-ბეტონის სანიაღვრე მილების, ლითონის სასმელი წყლის მილების, ასევე პოლიეთილენის სასმელი წყლის მილების, სარემონტო მასალების, ფასონებისა და 3 ცალი ტუმბოს შესაძენად.
სოფელ მახო-ზანაქედის წყალსადენის სათავე საკაპტაჟე ნაგებობის და რეზერვუარის რეაბილიტაცია -109 788 ლარი გამოიყოფა.
სხდომაზე ასევე მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მიერ 2020 წელს განხორციელელბული მუშაობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს.