2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  ჩატარდა.

საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი უმრავლეობით დამტკიცდა. დამტკიცებული ბიუჯეტი    37 474 510 ლარით განისაზღვრა.

2023  წელს კვლავ პრიორიტეტია  ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები, რომლის დაფინანსების ბიუჯეტი გაზრდილია.

საგზაო ინფრასტურქტურა, სასმელი წყლის სისტემები, განათლების სპორტისა და ახალგარდულ საკითხთა პროგრამების დაფინანსება ბიუჯეტი ამ მიმართულებითაც გაიზარდა.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე მუნიციპლიტეტის სოფელ ორთაბათუმში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.