ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა

ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იწყებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე და ასევე პროექტის ავტორები რომლებმაც რესურსცენტრთან შეთანხმებით წარმოადგინეს პროექტები შემდეგი სკოლებიდან: ახალსოფლის, ერგეს, განთიადის, ჭარნალის, თხილნარის #1, სალიბაურის#1 და სალიბაურის#2 საჯარო სკოლები, სულ დაფინანსებული იქნა 12 პროექტი.