ახალგაზრდობის ცენტრის შეხვედრა ზემო თხილნარში

ახალგაზრდობის ცენტრის შეხვედრა ზემო თხილნარში

30 ოქტომბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალგაზრდობის ცენტრის მიმდინარე პროექტების შესახებ და ნაჩვენები იქნა ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძებების ამსახველი ვიდეო-რგოლი. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს მათი იდეები და ინიციატივები სამომავლო ღონისძიებებში გასათვალისწინებლად. შეხვედრას სულ 30 ახალგაზრდა დაესწრო.