ახალშენში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა
სოფელ ახალშენში, ჯიბინაურის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს 1500 გრძ. მ. წყლის მაგისტრალის, ჭაბურღილისა და 100 მ3 ტევადობის სამარაგე აუზის მშენებლობას.
პროექტის ღირებულება 284 440 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.