ბაღების აღსაზრდელებისათვის აპრილის თვის მარაგის პროდუქტი

ბაღების აღსაზრდელებისათვის აპრილის თვის მარაგის პროდუქტი

ხელვაჩაურის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის აპრილის თვის მარაგის არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტები გასცა.
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებთ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ პატარებს მოხმარდება.