დაზიანებული სახურავების გამოვლენისა და აღრიცხვის სამუშაოები

დაზიანებული სახურავების გამოვლენისა და აღრიცხვის სამუშაოები

"საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის’’ ფარგლებში შექმნილი კომისია აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სახურავების დაზიანების ხარისხის და გამოცვლის საჭიროების დადგენის მიზნით.

საველე სამუშაოები 2020 წლის 10 იანვრამდე დასრულდება, რის შემდეგაც კომისია დაიწყებს თუნუქის ფურცლების გაცემას ბენეფიციარებზე. 134 180 ლარის ღირებულების 10 909 კვ. მ. თუნუქის ფურცლები (შეღებილი ნაგლინის ფურცელი) უკვე შეძენილი და დასაწყობებულია.

სახურავი მასალა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებზე გაიცემა.