დისტანციური ტრენინგი ახალგაზრდობის ცენტრის წევრების მონაწილეობით

დისტანციური ტრენინგი ახალგაზრდობის ცენტრის წევრების მონაწილეობით
15 მაისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები".
საინფორმაციო ტრენინგს წარუძღვა:საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი-მარიკა ფუტკარაძე.
ტრენერმა ახალგაზრდებს
ეფექტური CV შედგენის, სამოტივაციო წერილის შექმნისა და აპლიკაციის შევსების წესები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ტრენინგი ონლაინ პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა.
დღეს გამართულ ტრენინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 22 ახალგაზრდა შემოუერთდა.