ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხზე იმსჯელეს.
ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. ცვლილების თანახმად ხარჯვითი ნაწილს 70756 ლარი ემატება, რომელიც სხვადასხვა ინფრასტუქტურული ღონისძიებისათვის დაიხარჯება.
გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.
სხდომას ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიდმანიძე უძღვებოდა.