გზის მოწყობა სოფელ განთიადში
სოფელ განთიადში, ისმეთ მაჭუტაძის სახლიდან სულიკო ფაღავას სახლამდე 1100 გრძ. მ. და მხეიძეების დასახლებაში 900 გრძ. მ. შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთები სოფელს ე.წ. ნარინჯის დასახლებასთან და ზედა განთიადთან აკავშირებს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, ჯამში 2000 გრძ. მ. გზა არმირებული ბეტონის საფარით მოეწყო. პროექტის საერთო ღირებულება 127 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები შპს ,,აკო 777’’ შეასრულა.