იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული-საპროცედურო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის საკითხთა გაერთიანებული კომისიის სხდომა ჩატარდება 2019 წლის 18 ნოემბერს 15:00 საათზე.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები;
1.დადგენილების პროექტი-,, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
2. დადგენილების პროექტი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასევე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და გამოყოფის თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი:ვახტანგ ლორთქიფანიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე
3. განკარგულების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის ა(ა)იპ“ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა“-ისა და ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო ცენტრის დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
მომხსენებელი: არჩილ ბარამიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
4.სხვადასხვა;