ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაათვალიერეს
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელმა კომისიამ, სოფელ განახლებაში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ინგა ბურძგლას საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა. ხანძარი გუშინ მოხდა, რის შედეგად საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა.
მერის პირველმა მოადგილემ, კახაბერ ფუტკარაძემ ოჯახს დახმარება აღუთქვა.