კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 6 საკითხი განიხილეს

კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 6 საკითხი განიხილეს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა კომისიის და განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა 6 საკითხზე იმსჯელეს.

მთავარი განსახილველი საკითხები მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იყო.

სხდომას სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძე უძღვებოდა.