კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელვაჩაურში

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. დღეს, სადეზინფექციო სამუშაოები მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა. შესაბამისი სადეზინფექციო ნორმების დაცვით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კორპუსების, მათ შორის კაპრეშუმის სოციალური სახლების სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ადმინისტრაციული შენობები და ამბულატორიები. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება!