მერი მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა
✔ მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობის წინაშე, 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საჯარო შეხვედრა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა.
✔ ჯუმბერ ვარდმანიძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც მერიამ ამ პერიოდში განახორციელა. მერის თქმით, 2019 წელს პრიორიტეტს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურის განვითარება - მიმდინარე წელს დაგეგმილი 147 პროექტიდან 130 უკვე დასრულდა ხოლო 17 ჯერ კიდევ პროცესშია.
✔ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მერიის მიერ ჯამში 65 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზა მოწესრიგდა მოეწყო 17 ერთეული ფერდსამაგრი კედელი და დამცავი გაბიონი.
✔ წყალმომარაგების მიმართულებით 12 ახალი პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდა დამატებით 1 365 ოჯახის სუფთა სასმელი წყლით მომარაგება.
✔ მოეწყო 7 სკვერი და 6 მინი სტადიონი.
✔ განხორციელდა გარე განათების მოწყობის 16 პროექტი და შესაძლებელი გახდა 25 კილომეტრამდე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის განათება.
✔ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 50 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი მოეწყო.
✔ აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ხელვაჩაურში 968 000 ლარია.
✔ მიმდინარეობს მე-4 სოციალური სახლის მშენებლობა კაპრეშუმში, პროექტის განხორციელებით 39 ეკომიგრანტი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ბინებით.
✔ მნიშვნელოვანი იყო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაფართოება. ასევე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, ახალი პროგრამები ბუნებრივი რესურსებისა და აგრარული საკითხების კუთხით.
✔ მერმა დადებითად შეაფასა მუნიციპალური ორგანიზაციების მუშაობა და მადლობა გადაუხადა მერიის ყველა სამსახურს ნაყოფიერი მუშაობისათვის.
✔ ,,ჩვენ ვცდილობდით ყველა პროექტი და პროგრამა მაქსიმალურად მოგვერგო მოსახლეობის საჭიროებებზე, მომალ წელს უფრო საინტერესო და მასშტაბური პროექტებით წარვსდგებით’’ აღნიშნა მერმა.