მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

27 ოქტომბერ დასრულდა ავღანეთში დაღუპულ მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მინი ფეხბურთში. შეჯიბრში 2009-2010 წელს დაბადებული ფეხბურთელების 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი დაიკავა ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი მახოს საჯარო სკოლის გუნდმა და მესამე ადგილზე გავიდა ხელვაჩაურის საჯარო სკოლის გუნდი. ასევე გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურელი და ყველაზე პერსპექტიური ახალგაზრდა ფეხბურთელი. გამარჯვებულ გუნდებს მედლები, თასები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. იგი 2012 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა.