პროექტი "სოფლად მცხოვრები ქალების ხმა" ხელვაჩაურში
"სოფლად მცხოვრები ქალების ხმა" პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ აქტიურ ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
საგანმანათლებლო პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ ბათუმის ამერიკულ კუთხესთან ერთად ახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აქტიურმა ქალბატონებმა და ხელვაჩაურში „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა სოფელ ქვედა ჯოჭოში მაცხოვრებელი მეწარმის, სოფიო პაპუნაიშვილის სათბური დაათვალიერეს. სათბურში სეზონური ხილ- ბოსტნეულის ჩითილები გამოჰყავთ.
შეხვედრაზე ასევე, ახალგაზრდა მეწარმემ ნინო გაბრიაძემ მისი მუშაობის სპეციფიკის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
პროექტის "სოფლად მცხოვრები ქალების ხმა" ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.