საბავშვო ბაღებისათვის ინვენტარის შეძენა დასრულდა
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ, 18 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის 42 922 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი, კინეტიკური ქვიშა, საახალწლო ნაძვის ხის აქსესუარები და ტკბილეული იქნა შესყიდული.