სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში
კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდნირეობს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ასევე შესაბამისი ტრანსპორტი, რომელიც საბავშვო ბაღებს ემსახურება.
სასწავლო პროცესი ბაღებში 16 მარტიდან განახლდება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ცენტრის შენობა-ნაგებობის სადეზინფექციო სამუშაოები.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ხელვაჩაურის მერიის, კულტურის სახლის, სოფლის კლუბების, ამბულატორიების, სპორტული სკოლების, მეზეუმების შენობა-ნაგებობები. სადეზინფექციო სამუშაოები მთელი მუნიციპალიტეტის მაშტაბით მიმდინარეობს.