საინფორმაციო ტრენინგი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში
დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე : "ევროასოცირების ხელშეკრულება". ტრენინგი წარმართეს (ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ მოწვეულმა ტრენერებმა, ორგანიზაცია "ინტელექტის" წარმომადგენლებმა: თეონა კაკაციძე და სოფო ნაკაშიძემ. ღონისძიებას ადგილზე ორგანიზება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრმა გაუწია. ტრენინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 28 ახალგაზრდა დაესწრო.