საიუბილეო საანგარიშო შეხვედრა "იყავი აქტიური ახალგაზრდა"

საიუბილეო საანგარიშო შეხვედრა "იყავი აქტიური ახალგაზრდა"

25 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

18:00 საათიდან ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში მოეწყობა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის 2019 წლის ღონისძიებათა საანგარიშო, საიუბილეო შეხვედრა:
ახალგაზრდობის ცენტრის 2019 წლის ღონისძიებათა ამსახველი ვიდეო-რგოლის ჩვენება;
ახალგაზრდობის ცენტრის აქტიური ახალგაზრდების (2019 წლის სკოლადამთავრებულთა) დაჯილდოება;
ცენტრთან არსებული ბიბლიოთეკის აქტიური ახალგაზრდა მკითხველების დასაჩუქრება;
გასართობი აქტივობები მოწვეულ ანიმატორებთან ერთად- სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე;

21:00 საათიდან გაიმართება საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ.
მონაწილეობენ:
ჯგუფი ბაბილონი
ჯგუფი ,,პლატინა“, ცეცხლოვანი რობოტ შოუ
ახალგაზრდა მომღერლები:
ნინი დეკანაძე;
ლილე აბესლამიძე;
თაკო მაკარაძე ;
DJ GEORGE
კონცერტის წამყვანი: ლაშა ნაკაშიძე-ბლოგერი "ქირვა"
საახალწლო კონცერტის პროექტის ავტორები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები: ნუკრი უშარიძე და მირიან ლომაძე.

მისამართი: კონცერტი გაიმართება ღია ცის ქვეშ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე;
დასწრება თავისუფალია!