სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში
✔ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის პროექტის" ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
✔ აღნიშნული ვიზიტი UNDP-ის მიერ არის ორგანიზებული. ქართული დელეგაცია დაკომპლექტებულია აჭარის არ უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამმართველოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებით.
✔ დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა დაცული ლანდშაფტის ექსპერტთან მიხაილ ჰოშეკთან ერთად წარმოადგინეს ერთობლივი პრეზენტაცია დაცული ლანდშაფტების მართვის სისტემასთან დაკავშირებით.
✔ შეხვედრაზე განხილული იქნა ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული გარემოს დაცვის სტრუქტურა, ასევე, დაცული ლანდშაფტების ჩეხური, ავსტრიული და გერმანული მოდელები.
✔ შეხვედრაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ჩეხეთისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სამინისტროს იმ პროექტებისათვის, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა ახორციელებს 2008 წლიდან ,,ჩეხეთის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში.
✔ საინფორმაციო ტური ჩეხეთში 17 აგვისტოს დასრულდება, ამ პერიოდში დაგეგმილია ვიზიტები ჩეხეთის ტერიტორაზე არსებულ სხვადასხვა დაცულ ლანდშაფტებსა და ეროვნულ პარკებში მათი მართვის მოდელების შესწავლისა და შემდგომში მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში დანერგვის მიზნით.