საპატიო მაჭახლელი 2019

საპატიო მაჭახლელი 2019

ხელვაჩაურის მერიაში დაიწყო განცხადებების მიღება "საპატიო მაჭახლელი 2019" - ის გამოსავლენად.

კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

☑ საინიციატივო ჯგუფს - შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს მაჭახლის ხეობის ამომრჩეველთა 1% - ის ხელმოწერა.
☑ საზოგადოებრივ გაერთიანებას;
☑ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს;
☑ საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს;

წოდებას წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით ანიჭებს მერი და გადასცემს ფასიან საჩუქარს და მოწმობას.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
☑ კანდიდატის ღირსების და დამსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები;
☑ კანდიდატის წარმომდგენი პირის რეკომენდაციის წერილი;
☑ კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები;

განცხადებები მიიღება 2019 წლის 05 სექტემბრამდე ხელვაჩაურის მერიაში.
საკონტაქტო ტელ.: 0422 259 326