შეხვედრა მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

შეხვედრა მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

"საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა" - ამ სახელწოდების პრეზენტაცია გაიმართა დღეს ხელვაჩაურის მერიაში. პროგრამას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" ახორციელებს. 
პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
დაინტერესებული მიგრანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• არის საქართველოს მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი რომელსაც გააჩნია საქართველოში ბინადრობის უფლება;
• საზღვარგარეთ იმყოფებოდა არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდა განაცხადი თავშესაფარზე ან სარგებლობდა დროებითი ჰუმანიტარული სტატუსით;
• საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდი ბოლო დაბრუნებამდე იყო 1 წელი და მეტი;
• პროგრამაში მონაწილეობისთვის MOH/NGO-ს მომართა საქართველოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

პროგრამის სამიზნე რეგიონებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და გურიის რეგიონი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. №18, შენობა A, ოფისი 16
მობ: 599 016 054; 592 571 800
ელ. ფოსტა: info@intellect.org.ge
ვებ-გვერდი: www.intellect.org.ge