შიდა სასოფლო გზის მოწყობა ზედა ჭარნალში
სოფელ ზედა ჭარნალის დაწყებითი სკოლიდან ახალსოფლის მიმართულებით, 600 გრძ. მეტრი შიდა სასოფლო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის მონაკვეთი ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელს - ჭარნალს, ზედა ჭარნალს, ახალსოფელს და ავგიას აკავშირებს და მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვა აქვს.
პროექტის ღირებულება 45 268 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.