სოციალურად დაუცველ ოჯახებს თხილის ნაჭუჭის "ბრიკეტები" გადაეცემათ
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, 1 000-დან 33 920-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 204 ოჯახს თხილის ნაჭუჭის "ბრიკეტები" გადაეცემა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერიის, ახალშენისა და ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულების ბენეფიციარების დაკმაყოფილება. თითო ოჯახზე 1500 კგ. "ბრიკეტია" გათვალისწინებული.
მიზნობრივი პროგრამა "შეშის ჩანაცვლება თხილის ნაჭუჭის "ბრიკეტით" და თხილის ნაჭუჭის ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვა" მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.
პროგრამის ბიუჯეტი 168 850 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად პროვაიდერმა კომპანიამ მერიას 306 ტონა თხილის ნაჭუჭის "ბრიკეტები" უნდა მოაწოდოს.
ცნობისათვის, ერთი ტონა ბრიკეტი 4-კბ/მ შეშას ანაცვლებს.