ტრენინგი: ,,საჯარო ინფორმაციის თავისუფლება" ახალგაზრდობის ცენტრში
,,საჯარო ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა"-11 დეკემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში აღნიშნულ თემაზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის სახეების, საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზების, ასევე, ინფორმაციის მოპოვების ლეგიტიმური შეზღუდვის შესახებ.
ტრენინგს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელები-ნინო ჩხაიძე, ნინო ლომაია და ქრისტინა გურგენიძე უძღვებოდნენ.
საინფორმაციო ტრენინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ.