ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა

ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა
ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა
ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა
ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა
ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა
ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა
????ბათუმში, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა.
➡️კონგრესის მიზანი ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების ერთ სამუშაო სივრცეში გაერთიანება და ინფორმაციის დაინტერესებული პირებისათვის გაცნობაა.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026, არსებული გამოწვევები, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
➡️გაიმართა პანელური შეხვედრა, რომლის თემასაც მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენდა, შეხვედრის განმავლობაში ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიახლეებისა თუ ინოვაციური პროექტების შესახებ.
➡️„ახალგაზრდული კონგრესი 2023“ ასევე, ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
➡️კონგრესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 400-მდე ახალგაზრდა, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.