ბათუმში ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.

ბათუმში ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
ბათუმში ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
ბათუმში ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
ბათუმში ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
ბათუმში ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
????ბათუმში ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
????????მცირე და საშუალო ბიზნესის როლი და განვითარების პერსპექტივები - აღნიშნული სახელწოდების ბიზნეს ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გახსნა. მინისტრმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
????SMEDA-ს მიერ ორგანიზებული ბიზნეს ფორუმის მთავარი მიზანია, წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება საქართველოში, ხელი შეუწყოს ბიზნეს წრეების წარმომადგენელებს შორის მყარი საქმიანი კავშირების შექმნას, ასევე მდგრად და ინოვაციებზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ჩამოყალიბებას.
????ფორუმის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასა (SMEDA) და კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
????ფორუმს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები - სულ 70 დელეგატი ესწრებოდა