ბრძანება

ბრძანება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსდ საავტომობილო
გზების დეპარტამენტის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდ. ჭოროხის ნაპირდაცვითი
(ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსდ საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მიერ, გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში წარმოდგენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდ. ჭოროხის ნაპირდაცვითი
(ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების სკრინინგის განცხადება.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტში, ჭოროხის გზის (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) კმ 2+780 მონაკვეთზე, მდ. ჭოროხის
მარჯვენა ნაპირზე. წყალდიდობის დროს მდინარის ნაპირი განიცდის ინტენსიურ გვერდით და სიღრმით
ეროზიას, რაც საფრთხეს უქმნის არსებულ საავტომობილო გზას და მიმდებარე ტერიტორიებს.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, საპროექტო ტერიტორიის ნაწილზე, განთავსებული
იყო ნაპირდამცავი ბეტონის ნაგებობა, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით დანგრეულია და მისგან,
ზოგიერთ ადგილში, დარჩენილია მხოლოდ ბეტონის კედლის ნარჩენები, რაც არ ექვემდებარება
რეკონსტრუქციას. შესაბამისად, დაგეგმილი ნაპირდაცვითი სამუშაოების ფარგლებში
გათვალისწინებულია ახალი ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა, რომელიც წარმოდგენილი იქნება
ფლეთილი ლოდებისაგან აგებული 223 მეტრი სიგრძის მქონე ქვანაყარი ბერმით. საპროექტო ქვანაყარი
ბერმის საწყისი და ბოლო წერტილის GPS კოორდინატებია: X-219915, Y-4608989; X-220115, Y-4608886.
საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლი დაშორებულია დაახლოებით 291 მეტრით.
სკრინინგის განცხადების თანახმად, საპროექტო ბერმის ამგები საანგარიშო ქვის დიამეტრი იქნება 1,3
მეტრი, ხოლო მოცულობითი წონა – არანაკლებ 2,6 ტ/მ3
. ნაპირდამცავი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე
გათვალისწინებულია 40 მ
3 მოცულობის საანგარიშო ქვის ჩაწყობა. ლოდებს შორის არსებული
სიცარიელეები შეივსება 300-700 მმ ქვით. ნაპირსამაგრი ნაგებობისათვის გამოსაყენებელი ლოდების
საერთო მოცულობა იქნება 10 181 მ
3
, ხოლო სიცარიელეების შესავსებად საჭირო ქვების ჯამური
მოცულობა იქნება 4 363 მ
3
. საპროექტო ბერმის თხემის სიგანე შეადგენს 10,5 მეტრს, ხოლო გარე ფერდების
დახრილობა – m=1,5.
წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ნაპირდაცვითი სამუშაოების საწყის ეტაპზე
განხორციელდება საპროექტო არეალის დემარკაცია, დანგრეული ნაპირსამაგრი ნაგებობის ბეტონის
ნარჩენების ამოღება და გრუნტის დამუშავება. ექსკავირებული გრუნტი და ამოღებული ნაპირსამაგრი
ნაგებობის ბეტონის ნარჩენები დროებით დასაწყობდება საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, გზის
გაყოლებაზე, ხოლო შემდგომ გამოყენებული იქნება ქვანაყარი ბერმის უკან, უკუყრილის მოსაწყობად.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია არსებული წყალგამტარი მილის
31 ივლისი 2024

 N 395/ს
დაგრძელება, რისთვისაც მომზადდება შესაბამისი ტრანშეა. აღნიშნულ ტრანშეაში განთავსდება 20 სმ
ქვიშა-ხრეშოვანი და შემდეგ ბეტონის საგები, ჩაიდება მილი, მოეწყობა ჰიდროიზოლაცია, ხოლო თხრილი
შეივსება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევითა და ექსკავირებული გრუნტით. საპროექტო ქვანაყარი ბერმის
მოწყობის სამუშაოები განხორციელდება პიონერული მეთოდით. ნაპირდაცვითი სამუშაოების ბოლო
ეტაპზე მოხდება ტერიტორიის მოსწორება და დასუფთავდება.
სკრინინგის განცხადების მიხედვით, დაგეგმილი სამუშაოების მასშტაბის გათვალისწინებით, საპროექტო
ტერიტორიაზე სამშენებლო ბანაკისა და სხვა მსხვილი დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა
გათვალისწინებული არ არის. ნაპირდაცვით სამუშაოებში გამოყენებული იქნება ექსკავატორი, სატვირთო,
ამწე და ორი თვითმცლელი. სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო მასალა საპროექტო ტერიტორიაზე
შეტანილი იქნება მზა სახით. ნაპირსამაგრი სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 1,5 თვეს და
დასაქმდება დაახლოებით 10 ადამიანი.
დოკუმენტში წარმოდგენილია მდ. ჭოროხის ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია.
ნაპირსამაგრი ნაგებობა გაანგარიშებულია მდ. ჭოროხის ჰიდროლოგიური რეჟიმის გათვალისწინებით.
მდინარის სიგრძეა 438 კმ, ხოლო წყალშემკრები აუზის ფართობი – 22 100 კმ2
. სკრინინგის განცხადების
თანახმად, მდ. ჭოროხის 1%-იანი უზრუნველყოფის ხარჯი შეადგენს 3 215 მ
3
/წმ-ს, ხოლო 3%-იანი
უზრუნველყოფის ხარჯი – 2 600 მ
3
/წმ-ს. კალაპოტის მოსალოდნელი ზოგადი გარეცხვის მაქსიმალური
სიღრმე 8.8 მეტრის ტოლია.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ნაპირსამაგრი სამუშაოების ეტაპზე ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების ძირითადი წყარო იქნება ავტოტრანსპორტი და სამშენებლო ტექნიკა. ასევე, უმნიშვნელო
ამტვერება მოსალოდნელია გრუნტის ექსკავაციისა და მართვის პროცესში, რასაც ექნება დროებითი
ხასიათი და არსებით ზემოქმედებას ვერ მოახდენს გარემოს ფონურ მდგომარეობაზე. შესაბამისად,
ნაპირდაცვითი სამუშაოები არ იქნება დაკავშირებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მნიშვნელოვან
ზემოქმედებასთან. ამასთან, მოსალოდნელი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, სამშენებლო
მასალის ტრანსპორტირება განხორციელდება ძარაგადახურული ავტოტრანსპორტით და შეიზღუდება
სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარეები.
სკრინინგის განცხადების შესაბამისად, ნაპირდაცვითი სამუშაოების ეტაპზე ხმაურისა და ვიბრაციის
გავრცელების ძირითადი წყარო იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სამშენებლო ტექნიკა.
საპროექტო ტერიტორიაზე ხმაურის წარმოქმნას ადგილი ექნება ქვანაყარი ბერმის მოწყობისთვის საჭირო
მასალის შეტანის და დაცლის დროს. ხმაურის გავრცელებით გამოწვეულ ზემოქმედებას ექნება დროებითი
ხასიათი და ინტენსიური ხმაურის გამომწვევი სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ დღის საათებში.
ნაპირსამაგრი სამუშაოების მასშტაბისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, დაგეგმილი სამუშაოების
პროცესში ხმაურის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ნაპირსამაგრი სამუშაოების ფარგლებში მდ. ჭოროხზე
მოსალოდნელი ზემოქმედების რისკები დაკავშირებული იქნება გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან,
როგორიცაა ნარჩენების არასწორი მართვა, ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის
გამო ნავთობპროდუქტების დაღვრა და სხვა. მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით,
სამშენებლო მოედანზე დაწესდება კონტროლი, ხოლო ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარდება მდინარის
წყალმცირობის პერიოდში.
სკრინინგის განცხადების თანახმად, ნაპირსამაგრი სამუშაოების ეტაპზე მოსალოდნელია მცირე
რაოდენობის მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნა, რომლის გატანას უზრუნველყოფს ადგილობრივი
კომუნალური სამსახური, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
წარმოდგენილ დოკუმენტში მოცემულია საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები
და ჩატარებული კვლევის შედეგები. საქართველოს ტერიტორიის ტექტონიკური დარაიონების მიხედვით
საკვლევი უბანი მოქცეულია მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემის აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის
ცენტრალურ ქვეზონაში. სამშენებლო მოედნის ფარგლებში ამგები ქანების ფიზიკურ-მექანიკური
თვისებებიდან გამომდინარე გამოიყოფა ერთი საინჟინრო-გეოლოგიური ელემენტი – კენჭნარი კაჭარის
(25%) და ქვიშა-ხრეშის (15%) შემცველობით. პეტროგრაფიული შემცველობის მიხედვით, გრუნტში
ჭარბობს პორფირიტები, ტუფობრექჩიები, ტუფები. საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის
მიხედვით, საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება II (საშუალო) სირთულის კატეგორიას. საკვლევ
არეალში და მის მიმდებარედ, ფიქსირდება ნაპირების გარეცხვა.
სკრინინგის განცხადების მიხედვით, საპროექტო ტერიტორია არ მდებარეობს არქეოლოგიური და
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე, დაცული და ტყით მჭიდროდ დაფარული
ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორია ესაზღვრება საავტომობილო გზას და მასზე მცენარეული
საფარი და ცხოველთა ბუდობისთვის ხელსაყრელი პირობები წარმოდგენილი არ არის. ამასთან,
სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილია იქთიოფაუნის კვლევა, მოსალოდნელი ზემოქმედების
შეფასება და აღნიშნული ზემოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებები, რომელთა გათვალისწინებით,
დაგეგმილი ნაპირდაცვითი სამუშაოები არ იქნება დაკავშირებული იქთიოფაუნაზე მოსალოდნელ
მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სკრინინგის განცხადება
გამოქვეყნდა გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე და გადაიგზავნა ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე განთავსების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების
ეტაპზე, საზოგადოების მხრიდან, აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით, წერილობითი შენიშვნები
და მოსაზრებები არ ყოფილა წარმოდგენილი.
სკრინინგის განცხადების შესწავლით დგინდება, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების სპეციფიკის, მასშტაბისა
და პროექტით განსაზღვრული შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, აღნიშნული
სამუშაოები არ იქნება დაკავშირებული გარემოს სხვადასხვა კომპონენტებზე მნიშვნელოვან
ზემოქმედებასთან. მდ. ჭოროხის ნაპირდაცვითი სამუშაოები წარმოადგენს გარემოსდაცვით ღონისძიებას,
რომლის ძირითადი ამოცანაა მდინარის სიღრმული და ინტენსიური გვერდითი ეროზიის პრევენცია და
საავტომობილო გზისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაცვა.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7
მუხლის მე-6 ნაწილის და ამავე კოდექსის II დანართის მე-9 პუნქტის 9.13 ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსდ საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდ. ჭოროხის ნაპირდაცვითი
(ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელება არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების
შეფასებას;
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსდ საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ვალდებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-8
ნაწილის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი
მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა;
3. ბრძანება დაუყოვნებლივ გაეგზავნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და
ეკონომიკის სამინისტროს სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაში შევიდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
სამინისტროს სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ ბრძანების გაცნობისთანავე;
5. სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემიდან 5 დღის ვადაში გადაწყვეტილება განთავსდეს სააგენტოს
ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მხარის მიერ მისი ოფიციალური წესით
გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.